"კვარა & ოსი - რომელი პლანეტიდან გვესტუმრნენ?" | ესპანური Diario AS » სპორტის ხაზი

"კვარა & ოსი - რომელი პლანეტიდან გვესტუმრნენ?" | ესპანური Diario AS

"კვარა & ოსი - რომელი პლანეტიდან გვესტუმრნენ?" | ესპანური Diario AS
18-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში სასუოლო 0:2 დაამარცხა და შიდა ჩემპიონატში წინ მთელი 18 ქულით გაიჭრა.

ალბათ, უკვე არაფერი განსაკუთრებული არ იქნება იმაში თუ ვიტყვით, რომ გოლების ავტორები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გახდნენ, ერთმაც და მეორემაც მაპეიზე გენიალურად ითამაშა, რასაც უცხოური, ამჯერად ესპანური პოპულარული გამოცემის, Diario AS-ის სტატია მოჰყვა, - "კვარა & ოსი, რომელი პლანეტიდან გვესტუმრნენ?", ამის შესახებ Corriere dello Sport-იც წერს:

"როგორც იტალიაში, ისე ესპანეთში ჩვენ აღვნიშნავთ კვარაცხელიასა და ოსიმენის საოცარი წყვილის შედეგებს, ისინი ნაპოლის სკუდეტოსკენ მიუძღვებიან. აშკარაა, რომ სასუოლოსთან გამარჯვება სწორედ ამ ფეხბურთელებს კისერზეა, ამ ბიჭებმა თავი საოცარი გოლებით დაგვამახსოვრეს და ნეაპოლური გუნდი სერია A-ში კიდევ უფრო დააწინაურეს. როგორც Diario AS ფიქრობს, დე ლაურენტისს ჯიბეში არამხოლოდ სკუდეტო, არამედ, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც კი ჰქონდეს." - წერს იტალიური გაზეთი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ეგიდით გამართავს, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება (21 თებერვალი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი