თამაშის დრო მოვიდა - როდის დაუბრუნდება სადიო მანე მოედანს? » სპორტის ხაზი

თამაშის დრო მოვიდა - როდის დაუბრუნდება სადიო მანე მოედანს?

თამაშის დრო მოვიდა - როდის დაუბრუნდება სადიო მანე მოედანს?
17-02-2023, 18:51
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, სადიო მანე 8 ნოემბრის შემდეგ ტრავმირებულია. სენეგალელმა დაზიანება მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ვერდერის ბრემენთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.

ამდენ ხნიანი გაცდენილი პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა დაბრუნების დროც დადგა - გერმანული მედია ირწმუნება, რომ მანე გუნდურ ვარჯიშებს ხვალ განაახლებს და მოედანს სავარაუდოდ 26 თებერვალს დაუბრუნდება.

ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ 30 წლის შემტევი ნაგელსმანის გუნდის დახმარებას პსჟ-სთან საპასუხო მატჩშიც შეძლებს.

ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზში, ბაიერნის (0:1) გამარჯვებით დასრულდა, საპასუხო შეხვედრას კი გუნდები 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი