გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში საინტერესო განცხადება გააკეთა. იგი თვლის, რომ ფეხბურთს ერთა ლიგის სახით დამატებით ახალი ტურნირი დაემატა, რომელიც კალენდარს კიდევ უფრო დატვირთულს ხდის.
”ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ უეფას მოსაზრება გვესმის, თან ძალიან ხშირად, მაგრამ რატომ არის უეფასთვის კარგი ერთა ლიგის შემოღება, რომელიც არავის სურს? და ამ ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ კითხვებს არავინ სვამს. რატომ ხდება ასე?
ამიტომ ვფიქრობ, რომ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია სხვა წინადადებების მოსმენა, მაგალითად როგორიცაა ევროპის სუპერლიგა. არის განცდა, რომ ჩვენ აღარ გვისმენენ” - ასე მიიჩნევს კროოსი.