მოგეხსენებათ, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტარის ნაკრებსაც გაუტანა და ჯამში, ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 10 გოლი დაუგროვდა - ამ მაჩვენებლით ქართველმა შემტევმა ნაკრებში გატანილი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მიხეილ ყაველაშვილს გადაასწრო.
ყველა დროის ბომბარდირთა ათეული კი ასე გამოიყურება:
1. შოთა არველაძე - 26 გოლი
2. თემურ ქეცბაია - 17 გოლი
3. ალექსანდრე იაშვილი - 15 გოლი
4. თორნიკე ოქრიაშვილი - 13 გოლი
5. ვაკო ყაზაიშვილი -13 გოლი
6. გიორგი დემეტრაძე - 12 გოლი
7. ლევან კობიაშვილი - 12 გოლი
8. ჯაბა კანკავა - 10 გოლი
9. ხვიჩა კვარაცხელია - 10 გოლი
10. მიხეილ ყაველაშვილი - 9 გოლი