"გამარჯვება დავიმსახურეთ და მივიღეთ" - თემურ ქეცბაია გუშინდელ მოგებაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"გამარჯვება დავიმსახურეთ და მივიღეთ" - თემურ ქეცბაია გუშინდელ მოგებაზე საუბრობს

"გამარჯვება დავიმსახურეთ და მივიღეთ" - თემურ ქეცბაია გუშინდელ მოგებაზე საუბრობს
25-09-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

"ერთა ლიგაზე" საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მედიასთან კომენტარი კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"როდესაც საბერძნეთს ამარცხებ, შენს ბრძოლისუნარიანობას აჩვენებ. გამარჯვება დავიმსახურეთ და მივიღეთ.ძალიან კარგი, გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. აქ ყოფნით მოხარული ვარ. ეს არჩევანი მე გავაკეთე.

საბერძნეთს საფრთხის შექმნის საშუალება არ მივეცით. სამუშაოს თავი შესანიშნავად გავართვით. არ მინდა ხმამაღალი ფრაზები წარმოვთქვა, მაგრამ რადგან საბერძნეთს მოვუგეთ, სხვა გუნდების ძლევაც შეგვიძლია." - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული გამარჯვებით, ქეცბაია საქართველოს ნაკრებს ძალიან დაეხმარა - საქმე იმაშია, რომ გიბრალტართან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს დინამო არენაზე ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი