დიდი მატჩი | ბარსელონა VS მანჩესტერ იუნაიტედი - პრევიუ » სპორტის ხაზი

დიდი მატჩი | ბარსელონა VS მანჩესტერ იუნაიტედი - პრევიუ

დიდი მატჩი | ბარსელონა VS მანჩესტერ იუნაიტედი - პრევიუ
16-02-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 21:45-ზე ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დიდებული მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთს კატალონიის ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდებიან. ალბათ, აფიშის აღქმის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ჩემპიონთა ლიგის ხსენებას ველით, თუმცა ამავე გუნდების რეალობა ასეთია, ისინი სწორედ რანგით მეორე საკლუბო ევროტურნირზე ითამაშებენ.

ჩავი ერნანდესის გუნდი ევროპა ლიგის ფლეი ოფში ზედიზედ მეორეჯერ თამაშობს. როგორც იცით, ბარსელონამ 2022/2023 წლების სეზონში ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაში დაიწყო, თუმცა ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, "ბლაუგრანა" ერთი რანგით დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბაიერნთან დამარცხების შემდეგ, ბარსელონა აბსოლუტურად დაუმარცხებელია, ჩავის გუნდი 16 მატჩია არ აგებს (მხოლოდ 1 ფრე). ბარსელონას აღზევების პარალელურად, მადრიდის რეალი არც თუ დამაჯერებლად გამოიყურება, რაც კატალონიელებს საშუალებას აძლევს, რომ ლა ლიგა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოიგონ (ისინი რეალს 11 ქულით უსწრებენ).

რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, 2007/2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მათ ევროპა ლიგაზე 6-ჯერ იასპარეზეს. მანჩესტერმა ჯგუფური ეტაპი ცუდად დაიწყო, მათ სოსიედადთან წააგეს, თუმცა შემდეგ 5-ჯერ ზედიზედ მოიგეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი კვლავ ყველა ტურნირზეა შემორჩენილი, შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ 2022/2023 წლების სეზონი მანჩესტერისთვის ძალიან წარმატებული გამოდგეს.

პრემიერ ლიგაში საქმის საგრძნობლად გამოსწორებისა და მესამე ადგილზე გადასვლის შემდეგ, მანჩესტერელები ბარსელონას ეწვევიან და შეეცდებიან, რომ კამპ ნოუზე ისტორიაში პირველად მოიგონ (5 მცდელობა). აღსანიშნავია, რომ ესპანურ მეტოქეებთან მანჩესტერმა ბოლო 14 დაპირისპირებიდან მხოლოდ 3 მოიგო. ამდენად, ტენ ჰაგი და მისი ბიჭები არასასურველ გუნდს ხვდებიან, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.

სავარაუდო XI-ები:

ბარსელონა - ტერ შტეგენი | კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე | კესიე, დე იონგი, პედრი | რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

მანჩესტერ იუნაიტედი - დე ხეა | დალოტი, ვარანი, შოუ, მალასია | კაზემირო, ფრედი, ბრუნო | რაშფორდი, ვეგჰორსტი, სანჩო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი