"საბა საზონოვმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო" | დმიტრი გაფინი » სპორტის ხაზი

"საბა საზონოვმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო" | დმიტრი გაფინი

"საბა საზონოვმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო" | დმიტრი გაფინი
14-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოსკოვის დინამოს დირექტორთა საბჭოს წევრი, დმიტრი გაფინი ამბობს, საბა საზონოვით რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბი დაინტერესდა:

"ნამდვილად მართალია ის, რომ საბა საზონოვმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. საბამ ამის გაკეთება ჯერ კიდევ მაშინ შეძლო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ამდენად, ინტერესი რეალურია, ის საზონოვის ჩვენთან გადმობარგებამდეც კი არსებობდა. მაგალითისთვის, როცა საზონოვი ზენიტიდან შევიძინეთ, ჩვენ კონკურენცია ესპანიოლს გავუწიეთ."

"მისი გაყიდვა? - ეს თავის დროზე მოხდება, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. ცხადია, როდესაც საბა მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად იქნება, ჩვენ მას არ დავაკავებთ და განვითარების შესაძლებლობას მივცემთ. ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ გუნდისა და უშუალოდ ფეხბურთელის ინტერესებს. ვფიქრობთ, ჯერჯერობით საზონოვი ევროპაში წასასვლელად მზად არ არის, მას ვაკვირდებით."
- დმიტრი გაფინი

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა 21-წლამდე ნაკრებში პირველი მატჩი გასულ წელს ჩაატარა, შემდეგ კი დებიუტი ეროვნულ გუნდშიც ჰქონდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი