იქნება თუ არა მბაპე ბაიერნთან მატჩში? - ნეიმარის დამაიმედებელი პასუხი » სპორტის ხაზი

იქნება თუ არა მბაპე ბაიერნთან მატჩში? - ნეიმარის დამაიმედებელი პასუხი

იქნება თუ არა მბაპე ბაიერნთან მატჩში? - ნეიმარის დამაიმედებელი პასუხი
14-02-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ფრანგული გამოცემა L'Équipe ირწმუნებოდა, რომ კილიან მბაპე ბაიერნთან გასამართ პირველ მატჩს გამოტოვებდა, თუმცა ფეხბურთელმა ვარჯიშები განაახლა და აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდთან ერთად ემზადებოდა.

დაზუსტებული ამ მომენტამდე არაფერია, თუმცა თანაგუნდელის შესაძლო თამაშზე კომენტარი ნეიმარმაც გააკეთა.

"ის უაღესად მნიშვნელოვანი და შესანიშნავი მოთამაშეა. როდესაც ჩვენ სამი (მესი, მბაპე და ნეიმარი) ერთად ვართ, თავს ძალიან ძლიერებად ვგრძნობთ. მბაპემ მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს, რაც თავის მხრივ კარგის ნიშანია", - განაცხადა ნეიმარმა.

ცნობისთვის, 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ბაიერნს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი