"ხვიჩას წარმატების საიდუმლო ნიცა თავაძეა" | იტალიური სააგენტო კვარას შეყვარებულზე » სპორტის ხაზი

"ხვიჩას წარმატების საიდუმლო ნიცა თავაძეა" | იტალიური სააგენტო კვარას შეყვარებულზე

"ხვიჩას წარმატების საიდუმლო ნიცა თავაძეა" | იტალიური სააგენტო კვარას შეყვარებულზე
14-02-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

"ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების საიდუმლო მისი შეყვარებული, ნიცა თავაძეა" - წერს ერთ-ერთი იტალიური სააგენტო, კერძოდ Fantamaster, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ეფექტურობას საინტერესო რაკურსით ხსნის:

"ხვიჩას შეყვარებული საქართველოში სასწავლებლად დარჩა, ის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. მას დიდად არ უყვარს სოციალურ ქსელებში აქტიურობა. ნიცა თავაძის ძირითადი საქმე სწავლაა, თუმცა მარადონას სახელობის სტადიონზეც ხშირად ჩნდება ხოლმე."

"ქართველი ფეხბურთელის შეყვარებული ამბობს, რომ ძლიერი მამაკაცების უკან, მუდმივად არიან ძლიერი ქალები, ეს კი კვარას მაგალითზე დასტურდება. ნიცა მშვიდი და ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ის მეორე ნახევრის წარმატებულობის მთავარი საიდუმლოა."
- წერს იტალიური სააგენტო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს გამართავენ, მეტოქე კი სასუოლო იქნება.

ფოტო - თამარ ჯიშკარიანი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი