ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტის მცველით ინტერესდება | დეტალები » სპორტის ხაზი

ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტის მცველით ინტერესდება | დეტალები

ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტის მცველით ინტერესდება | დეტალები
11-02-2023, 17:42
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გაზეთმა, La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ნაპოლი ფრანკფურტის აინტრახტის ფეხბურთელით ინტერესდება.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ საუბარი გერმანელთა 23 წლის მცველზე, ევან ნდიკაზეა, რომელიც ბუნდესლიგაში უკვე მე-5 სეზონს ატარებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგი მოთამაშე საკმაოდ გამოცდილია.

საგულისხმოა, რომ ნეაპოლელები კიმის ადეკვატურ მეწყვილეს ეძებენ, ნდიკა კი ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატია. ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ნაპოლის სურვილის პარალელურად, ევან ნდიკათი კიდევ რამდენიმე იტალიური კლუბი ინტერესდება (იუვენტუსი, ინტერი, რომა). ასევე, საქმეში არიან ინგლისური კლუბებიც. ამდენად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამ ბიჭზე დიდი ორთაბრძოლა გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი