“რთული პერიოდი გვაქვს” - “პსჟ” საფრანგეთის თასიდან გამოვარდა » სპორტის ხაზი

“რთული პერიოდი გვაქვს” - “პსჟ” საფრანგეთის თასიდან გამოვარდა

“რთული პერიოდი გვაქვს” - “პსჟ” საფრანგეთის თასიდან გამოვარდა
9-02-2023, 10:47
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საფრანგეთის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “მარსელმა” შინ “პსჟ” მიიღო და 2-1 დაამარცხა. ალექსის სანჩესის გოლს სერხიო რამოსმა უპასუხა, თუმცა 57-ე წუთზე რუსლან მალინოვსკის გოლი მატჩის სცენარისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, პარიზელები ტურნირს დაემშვიდობნენ.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან საფრანგეთის თასის მოგება ჩვენ მიზნებში შედიოდა. ახლა რთული პერიოდი გვაქვს. მატჩში ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთელები გულდაწყვეტილები არიან, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ” - განაცხადა საფრანგეთის დედაქალაქის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ.

პარიზელებს რთული კალენდარი აქვთ, 11 თებერვლას “მონაკოსთან” გასვლა, 14-ში 23:59-ზე კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებენ. მათდა სამწუხაროდ კილიან მბაპე შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი