გუშინ, 23:45-ზე საფრანგეთის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა მეექვსელიგელი პეი დე კასელი 7:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაში კრისტოფ გალტიემ როგორც ნეიმარი, ისე კილიან მბაპე ათამაშა, ამ უკანასკნელმა კი მეტოქე არ დაინდო და ერთბაშად 5 გოლი გაუტანა, რაც მბაპესთვის საკლუბო რეკორდია (პსჟ-ში ეს აქამდე არავის გაუკეთებია).
გარდა 5 გატანილი ბურთისა, კილიანმა ერთი საგოლე პასიც მიითვალა. რაც შეეხება დანარჩენ 2 გოლს, ისინი ნეიმარმა და კარლოს სოლერმა გაიტანეს.
ცნობისთვის, ვარსკვლავური სამეულის გუნდი თასის 1/8 ფინალში მარსელს შეხვდება, რომელიც 8 თებერვალსაა ჩანიშნული.