სატრანსფერო სიახლე | ბარსელონა ზაფხულში 3 ფეხბურთელის ყიდვას შეეცდება » სპორტის ხაზი

სატრანსფერო სიახლე | ბარსელონა ზაფხულში 3 ფეხბურთელის ყიდვას შეეცდება

სატრანსფერო სიახლე | ბარსელონა ზაფხულში 3 ფეხბურთელის ყიდვას შეეცდება
8-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური Mundo Deportivo წერს, კატალონიის ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის გუნდი ფოკუსირებული იანიკ კარასკოზე (ატლეტიკო), სოფიან ამრაბატსა (ფიორენტინა) და ვიტორ როკეზე (პარანაენსე) იქნება.

ცნობისთვის, Transfermartk ამ სამეულის ღირებულებებს შემდეგნაირად აფასებს: იანიკ კარასკო (30 მლნ), სოფიან ამრაბატი (25 მლნ) და ვიტორ როკე (11 მლნ).

ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად მოგვარდებიან ჟოან ლაპორტა და ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, რომელიც ბარსელონას ეკონომიკურ მდგომარეობას საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ესპანეთის ჩემპიონატს 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის რეალს რვა ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი