რა ულტიმატუმი წაუყენა “რეალმა” მოდრიჩს ? » სპორტის ხაზი

რა ულტიმატუმი წაუყენა “რეალმა” მოდრიჩს ?

რა ულტიმატუმი წაუყენა “რეალმა” მოდრიჩს ?
8-02-2023, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს მადრიდის “რეალთან” შეთანხმება მიმდინარე წლის 30 ივნისს უმთავრდება. ამ დროისთვის ცნობილი არ არის, განაახლებს თუ არა ხორვატი ნახევარმცველი მადრიდელებთან კონტრაქტს.

როგორც გამოცემა OneFootball იტყობინება, “რეალმა” ლუკას განუცხადა, რომ თუ კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ 1 წლით სურს, ივნისში ერთა ლიგის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ნაკრებს უნდა დაემშვოდობოს. ამ მოთხოვნაზე “რეალის” ხელმძღვანელობამ მოდრიჩისგან უარი მიიღო.

ხორვატმა ნახევარმცველმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდგომაც განაცხადა, რომ ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი