იტალიელი ჟურნალისტი - 'კვარა-ოსიმენის დუეტი ინძაგი- დელ პიეროზე უკეთესია წყვილია' » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი - 'კვარა-ოსიმენის დუეტი ინძაგი- დელ პიეროზე უკეთესია წყვილია'

იტალიელი ჟურნალისტი - 'კვარა-ოსიმენის დუეტი ინძაგი- დელ პიეროზე უკეთესია წყვილია'
7-02-2023, 18:38
Aa Aa
გაზიარება:

სპეციასთან გამართული მატჩის შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანები არიან გუნდისთვის ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც წინა შეხვედრაში ეს ყოველივე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

პარტენოპეიმ სპეიციასთან შეხვედრა 0:3 მოიგო, თუმცა გამოსარჩევია მესამე გოლის მომენტი, როდესაც მეკარესთან ერთ-ერთზე მყოფმა ხვიჩამ პასი თანაგუნდელს გაუკეთა და ცარიელ კარში გაატანინა. ამის გამო ხვიჩა-ოსიმენის დუეტის რეიტინგი საფეხბურთო სამყაროში კიდევ უფრო გაიზარდა.

იტალიელი ჟურნალისტი - 'კვარა-ოსიმენის დუეტი ინძაგი- დელ პიეროზე უკეთესია წყვილია'

კვარა-ოსიმენის წყვილი ამ სეზონში გამორჩეულია

სპეციასთან ქართველი ფეხბურთელის მისასალმებელ ჟესტს ხაზი გაუსვა ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ, რომელმაც Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც შეადარა ნეაპოლიტანური შემტევი დუეტი და იუვენტუსის ისტორიული წყვილი (ინძაგი-დელ პიერო) და განაცხადა:

"რამდენიმე წლის წინ ინძაგიმ ტრამვიდან დაბრუნებულ დელ პიეროს გოლი "მოპარა" და ცარიელ კარში არ გაატანინა. კვარაცხელიას და ოსიმენის ამ ჟესტმა კი გამახსენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა."

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვარა-ოსიმენის დუეტი ამ სეზონში სერია A-ში დომინანტია. ამაზე ორივე ფეხბურთელის სტატისტიკაც მეტყვეელებს.

ვიქტორ ოსიმენი 18 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 9 საგოლე გადაცემით გათამაშების საუკეთესო ასისტენტია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლი სერია A-ს 56 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ ინტერს კი 13 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი