"ხვიჩა კვარაცხელიასთვის რუსული სული უცხო არაა" | რომან შიშკინი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიასთვის რუსული სული უცხო არაა" | რომან შიშკინი

"ხვიჩა კვარაცხელიასთვის რუსული სული უცხო არაა" | რომან შიშკინი
6-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა, რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბისთვის რუსული სული უცხო ნამდვილად არ არის:

"ხვიჩა საოცარ ფორმას ინარჩუნებს, ამიტომ მისი ყურება ყველას დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლის სათამაშო სქემას ძალიან კარგად ერგება. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ თავიდანვე ასე კარგად ითამაშებდა."

"კვარაცხელიას რუსეთში ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს, აქაურები მასზე ნერვიულობენ, ამიტომ ხვიჩასთვის რუსული სული უცხო ნამდვილად არაა. ახლა მთავარი ისაა, რომ ლუჩანო სპალეტი ქართველს მაქსიმალურ ნდობას უცხადებს, კვარას კი შეუძლია, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს."


"თუ ყველაფერი იდეალურად გაგრძელდა, დიდი შანსია, რომ ნაპოლიმ ნანატრი სკუდეტო მოიგოს, ამაში კი ხვიჩას დამსახურება უდიდესი იქნება." - რომან შიშკინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი