"ოსიმენი და კვარა ჩემპიონებივით თამაშობენ" | ლუჩანო სპალეტი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ოსიმენი და კვარა ჩემპიონებივით თამაშობენ" | ლუჩანო სპალეტი მატჩის შემდეგ

"ოსიმენი და კვარა ჩემპიონებივით თამაშობენ" | ლუჩანო სპალეტი მატჩის შემდეგ
5-02-2023, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ ლუკა გოტის სპეცია 0:3 დაამარცხა და სერია A-ს ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ, Sky-ის ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს სთხოვეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ჩემპიონებივით თამაშობენ:

"დღევანდელი მატჩის განსხვავება ფეხბურთელების თავებმა შექმნა. როდესაც ასეთ დროს და ასეთ მინდორზე თამაში გიწევს, მატჩისთვის წინა ღამით, გონებით უნდა მოემზადო, რადგან თამაშის დღეს დრო საერთოდ არ გრჩება. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ, რადგან სპეციას სიმჭიდროვის დარღვევა იდეალურად მოვახერხეთ. ჩვენ ხვიჩასა და ვიქტორის როგორც ხარისხი, ისე ინსპირაცია გვჭირდება, რადგან ისინი ნაპოლისთვის პრობლემებს ყოველთვის ჩემპიონებივით აგვარებენ."

"მინდვრის საფარი კარგ მდგომარეობაში არ იყო და ბურთი ნელა გადაადგილდებოდა. ამიტომ, იოლი არ ყოფილა იმ სივრცეების პოვნა, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდებოდა."
- ლუჩანო სპალეტი.

შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 16 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, ინტერი თავის თამაშს დღეს ჩაატარებს, მეტოქე კი მილანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი