VIDEO:”მომეცით ერთი სპალეტის ნომერი…” » სპორტის ხაზი

VIDEO:”მომეცით ერთი სპალეტის ნომერი…”

VIDEO:”მომეცით ერთი სპალეტის ნომერი…”
4-02-2023, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად უყურა - ამის შესახებ ინფორმაციას შოთის ფეისბუქ გვერდიდან ვგებულობთ.

ერთ-ერთ მონაკვეთში, როცა რომასთან შეხვედრაში სპალეტიმ კვარა მოედნიდან გაიყვანა, შოთამ იხუმრა: "გაიყვანა? კაი რა ... მომე, სპალეტის ტელეფონი."

"ძალიან სასიამოვნო დრო გავატარე დინამო თბილისის აკადემიის ფეხბურთელებთან ერთად. ვუყურეთ ხვიჩას და ნაპოლის კიდევ ერთ, მნიშვნელოვან გამარჯვებას.

როცა მოზარდი ფეხბურთელი ხარ და თან გულშემატკივარი, ხშირად რთულია იმის გაცნობიერება, რომ ერთ დღესაც შეიძლება მთავარი გმირის როლი შენ მოირგო. ისე, როგორც დღეს ამას ხვიჩა აკეთებს. კვარა, მამარდასთან და სხვა ბიჭებთან ერთად, ამ აკადემიაში გაიზარდა და მათი გზა დიდი ფეხბურთისკენ სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო. აქ ალბათ უამრავი დრო აქვთ ფეხბურთის ყურებაში გატარებული, დღეს კი სხვა თაობის ფეხბურთელები გახდნენ მათი მაყურებლები.

19 წლამდე გუნდიდან დიდი ფეხბურთი ერთ ნაბიჯშია. ყველა გადაწყვეტილებას, ყველა სწორ და არასწორ ქმედებას თავისი შედეგი მოყვება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ასაკში, არც ფეხბურთელებს და არც მწვრთნელებს არაფერი გამოეპაროთ.

ვიდეოს ბოლო ნაწილი ცოტა სახალისოა, თან დამაფიქრებელიც. ბიჭებს ვკითხე, თუ იცნობდნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებს. უცხოელებს უფრო მარტივად ცნობენ... დინამოს ისტორია ბევრი დიდი ფეხბურთელის სახელს იტევს, ამიტომ მათი ისტორიების ცოდნა სასარგებლოსთან ერთად, სავალდებულოც არის.

წარმატებები ყველა მოზარდ ფეხბურთელს, მხოლოდ დიდი მიზნები დაისახეთ!", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი