'ამბობდა, სხვებმაც გაიტანონ, გაახარონ მათი დედებიო' - მამუკა კვარაცხელია ხვიჩას ბებიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ამბობდა, სხვებმაც გაიტანონ, გაახარონ მათი დედებიო' - მამუკა კვარაცხელია ხვიჩას ბებიაზე საუბრობს

'ამბობდა, სხვებმაც გაიტანონ, გაახარონ მათი დედებიო' - მამუკა კვარაცხელია ხვიჩას ბებიაზე საუბრობს
4-02-2023, 14:44
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაეცვალა. სამწუხაროდ 'ნაპოლის' შემტევმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ 'რომასთან' გამართული მატჩი სწორედ ბებიის ხსოვნას მიუძღვნა, სადაც ულამაზესი საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:

"ბადრის და თამაზის დედას, ხვიჩას ბებიას დუნიას ხშირად ვსტუმრობდი ნაკიფუში და ღომისა და ელარჯის გარეშე არასდროს გამოვუშვივარ.. ბებიას მეუღლე, მამია წალენჯიხელთა კერპი იყო, ისევე როგორც შვილი, ბადრი.

უფროსი, თამაზიც თამაშობდა სქურში.. ხვიჩამ ყველას გადაასწრო და დუნია ბებოც ყოველკვირა ხარობდა შვილიშვილის წარმატებით, ოღონდაც მეტოქე ეცოდებოდა: ჩემმა ხვიჩამ გაიტანოს და იმათაც გაიტანონ, იმათაც ხომ ჰყავთ დედებიო.. მინდორზე რომ ფეხბურთელის სიკვდილი უნახავს, იმის მერე დუნია ბებო ორმოცი დღე მარხულობდა.. ბოლოს რომ ვნახე, ცუდად იყო, მაგრამ მიცნო და გამომელაპარაკა. ღმერთმა გაანათლოს"
- განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი