"იმათმაც გაიტანონ, დედები გაახარონო" | მამუკა კვარაცხელია ხვიჩას გარდაცვლილ ბებიაზე წერს » სპორტის ხაზი

"იმათმაც გაიტანონ, დედები გაახარონო" | მამუკა კვარაცხელია ხვიჩას გარდაცვლილ ბებიაზე წერს

"იმათმაც გაიტანონ, დედები გაახარონო" | მამუკა კვარაცხელია ხვიჩას გარდაცვლილ ბებიაზე წერს
1-02-2023, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელიას ახლახან გარდაცვლილი ბებიის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ბადრის და თამაზის დედას, ხვიჩას ბებიას დუნიას ხშირად ვსტუმრობდი ნაკიფუში და ღომისა და ელარჯის გარეშე არასდროს გამოვუშვივარ.. ბებიას მეუღლე, მამია წალენჯიხელთა კერპი იყო, ისევე როგორც შვილი, ბადრი."

"უფროსი, თამაზიც თამაშობდა "სქურში".. ხვიჩამ ყველას გადაასწრო და დუნია ბებოც ყოველკვირა ხარობდა შვილიშვილის წარმატებით, ოღონდაც მეტოქე ეცოდებოდა: ჩემმა ხვიჩამ გაიტანოს და იმათაც გაიტანონ, იმათაც ხომ ჰყავთ დედებიო.. მინდორზე რომ ფეხბურთელის სიკვდილი უნახავს, იმის მერე დუნია ბებო ორმოცი დღე მარხულობდა.. ბოლოს რომ ვნახე, ცუდად იყო, მაგრამ მიცნო და გამომელაპარაკა.. ღმერთმა გაანათლოს..“
- წერს მამუკა კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი