'კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა' - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

'კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა' - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი

'კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა' - ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი
7-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ნაპოლის ყოფილმა დამრიგებელმა ვალტერ ნოველინომ რადიო TMW-ში ისაუბრა სპალეტის ნაპოლიზე და ნეაპოლელთა ქართველ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე.

"სპალეტის ნაპოლის საიდუმლო ხარისხშია. კიდევ ერთი ძლიერი მხარე ახალწვეულები არიან. ჯუნტოლიმ რამდენიმე იდეალური მოთამაშე აიყვანა. კიმმა და კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ლობოტკასაც უნიკალური თვისებები აქვს. ლოზანოც შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესია. სპალეტი აცდიდა მერეტის და შესანიშნავი მეკარე მივიღეთ.

მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ნამდვილი გუნდია. ნეაპოლელტა კონკურენტი „მილანი“ კი იგივე დონეზე აღარ დარჩა. მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. სპალეტი ტაქტიკურ პერსონალიზაციას და მოთამაშის ჩართულობას ეყრდნობა. მენეჯერებიც კარგად მუშაობენ. ნაპოლიმ ცნობილი სახელები გაუშვა და რგოლებში ბალანსი აღადგინა.

დღეს სპალეტი ისეთივე დადებით გავლენას ახდენს გუნდზე, ისევე როგორც შარშან პიოლი „მილანში“ ახერხებდა. ფეხბურთში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რომ გუნდი ძალიან მაღალი კლასისაა"
– ამბობს ნოველინო.

შეგახსენებთ, რომ ვალტერ ნოველინო კრემონეზეში, ემპოლიში, პერუჯაში და მილანში თამაშობდა (რომელთან ერთადაც 1979 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო), 1978 წელს კი იტალიის ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.

ნოველინომ სამწვრთნელო კარიერა პერუჯაში დაიწყო. ვენეციას იტალიის უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დაეხმარა, ხოლო სერია A-ში ოთხი გუნდი გადაიყვანა – რავენა, ნაპოლი, პიაჩენცა და სამპდორია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი