ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის “რეალმა” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიას” უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ესპანური მედია ქართველი მეკარის თამაშს გამოეხმაურა.
AS: “ვალენსიას რიგებში საუკეთესო იყო, თუმცა ასენსიოს დარტყმა ვერ დაინახა და გაქვავდა.
მამარდაშვილმა ორი კარგი სეივი გაიფორმა და ერთ-ერთი ასენსიოს დარტყმისას განახორციელა“.
Plazadeportiva: “ვალენსიასთვის მატჩი ცუდად დაიწყო. რეალს პირველი მომენტი მე-3 წუთზე შეექმნა, მაგრამ მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა და ასენსიოს დარტყმა მოიგერია. მეორე ნახევარი პირველის მსგავს სტილში წარიმართა და რეალი მამარდაშვილის კართან აქტიურობდა, ოღონდ, ამჯერად, წარმატებით შეუტია. 52-ე წუთზე, ასენსიომ ანგარიში გახსნა, 54-ზე კი ვინისიუსმა რეალის უპირატესობა გაზარდა და ვალენსიამ მატჩი პრაქტიკულად 9 წუთში დათმო“.
“ღამურები” ამ წუთისთვის შიდა ჩემპიონატში მე-14 ადგილს 20 ქულით იკავებენ.