'ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ' - ნაპოლის სპეციასთან შესაძლოა სამი ფეხბურთელი გამოაკლდეს » სპორტის ხაზი

'ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ' - ნაპოლის სპეციასთან შესაძლოა სამი ფეხბურთელი გამოაკლდეს

'ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ' - ნაპოლის სპეციასთან შესაძლოა სამი ფეხბურთელი გამოაკლდეს
3-02-2023, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი 'ნაპოლი' მე-17 ადგილზე მყოფ 'სპეციას' უმასპინძლებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

'რომასთან' მოგებული მატჩის შემდეგ, პარტენოპეი კარგ ხასიათზეა. იტალიური კლუბი ჩემპიონატს 53 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ 'ინტერს' 13 ქულით უსწრებს.

აღნიშნულ მატჩამდე ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა დღეს მთლიანი სავარჯიშო სესია ჩაატარეს. სავარჯიშო პროგრამებში მონაწილეობას ყველა იღებდა, გარდა სამი ფეხბურთელისა, რომლებმაც შესაძლოა 'სპეციასთან' მატჩი გამოტოვონ.

'ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ' - ნაპოლის სპეციასთან შესაძლოა სამი ფეხბურთელი გამოაკლდეს

ნაპოლი სპეციასთან მატჩისთვის ემზადება

როგორც ნაპოლისთან დაახლოებული წყარო, calciomercato აცხადებს დღეს რაჰმანიმ, ლობოტკამ და ზიელენსკიმ ინდივიდულურად ივარჯიშეს, როგორც სპორტდარბაზში, ისე მოედანზე. ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ფეხბურთელებმა 21-ე ტურის შეხვედრა გამოტოვონ.

რთული კალენდრის და მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის გამო, არ არის გამორიცხული, რომ სპალეტიმ 'სპეციასთან' შემადგენლობა გადაახალისოს და ძირითადში მხოლოდ სასტარტო თერთმეტეულის რამდენიმე ფეხბურთელი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 5 თებერვალს, თბილისის დროით 15:30 არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი