"ესაა ფაქტორი, რამაც ნაპოლისთვის ხვიჩას გადაბირება გაამარტივა" | Sportnapoli » სპორტის ხაზი

"ესაა ფაქტორი, რამაც ნაპოლისთვის ხვიჩას გადაბირება გაამარტივა" | Sportnapoli

"ესაა ფაქტორი, რამაც ნაპოლისთვის ხვიჩას გადაბირება გაამარტივა" | Sportnapoli
2-02-2023, 14:04
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Sportnapoli-მ იმ ფაქტორის შესახებ დაწერა, რომელიც ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმების პერიოდში სათავისოდ გამოიყენა:

"როგორც La Gazzetta dello Sport-ის ერთ-ერთი ბოლო გამოშვებიდან ვიგებთ, კრისტიანო ჯიუნტოლი ქართველ ფეხბურთელს ჯერ კიდევ 2019 წლიდან აკვირდებოდა. იტალიელ სპორტულ დირექტორს თავიდანვე ღრმად სწამდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიზე შესანიშნავ გავლენას მოახდენდა, რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა."

"ფაქტორი, რამაც ნაპოლის ხვიჩას გასაფორმებლად ხელი შეუწყო ის გახლდათ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაიწყო. ომამდე რუბინი ქართველს 25 მილიონს აფასებდა, თუმცა ამ მოვლენების დაწყების შემდეგ, ქართველი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ჯიუნტოლიმ კი თავისი სურვილი რეალობად აქცია და ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმა."
- წერს Sportnapoli.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, სპეციას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი