ფედერიკო კიეზა: 'ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია ჩემპიონატში' » სპორტის ხაზი

ფედერიკო კიეზა: 'ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია ჩემპიონატში'

ფედერიკო კიეზა: 'ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია ჩემპიონატში'
1-02-2023, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის ლიდერმა ფედერიკო კიეზამ della Gazzetta dello Sport - თან მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი სასაუბრო საკითხი კი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი იყო, რომელიც ამ სეზონში საოცარ ფორმაშია.

ჟურნალისტი კიეზას : "თქვენ და ვლაჰოვიჩს არ გქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ ერთად გეთამაშათ. როგორ ფიქრობთ, როცა სერბი დაბრუნდება, იქნება თქვენი დუეტი ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტზე უფრო პროდუქტიული?"

კიეზა: "ოსიმენისა დაკვარაცხელიას დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია ჩემპიონატში. ორივე შესანიშნავ ფორმაშია და სეზონის დასაწყისიდან ბრწყინვალედ გაუგეს ერთმანეთს.

მე და დუშანს გარკვეული ფიზიკური პრობლემები გვქონდა, მაგრამ ფიორენტინაში შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ იუვენტუსშიც ასე გაგრძელდება.

ვნანობდი, რომ მონცას წინააღმდეგ არ ვიყავი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ვლაჰოვიჩი და პოგბა დაბრუნდნენ. მუხლის პრობლემა მქონდა, მაგრამ სანერვიულო არაფერია. იტალიის თასზე ლაციოსთან ვიქნები."
- განაცხადა იტალიელმა შემტევმა.

ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ამ სეზონში მართლაც იდეალურად გამოიყურება. იტალიის ჩემპიონტში ოსიმენი 14 გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო კვარაცხელია 7 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი