საუკუნის აღმოჩენა | არსენალმა და ტოტენჰემმა ხვიჩას შეტყობინება გაუგზავნეს » სპორტის ხაზი

საუკუნის აღმოჩენა | არსენალმა და ტოტენჰემმა ხვიჩას შეტყობინება გაუგზავნეს

საუკუნის აღმოჩენა | არსენალმა და ტოტენჰემმა ხვიჩას შეტყობინება გაუგზავნეს
31-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რომ არის, ამაზე საუბარიც ზედმეტია. საქართველოს ნაკრების ტალანტი მსოფლიოს მუდმივად აოცებს, რაც მის მიმართ საფეხბურთო გრანდების ინტერესს სულ უფრო და უფრო ზრდის.

Talksport-ისა და ESPN-ის ჟურნალისტი, დონ ჰატჩინსონი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი ორი ლონდონური გიგანტი, არსენალი და ტოტენჰემი ინტერესდებიან, რომლებისთვისაც ქართველი ვინგერი საუკუნის აღმოჩენა იქნება:

"2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაპოლიმ შეიძინა ფეხბურთელი, რომლითაც ტოტენჰემიც ინტერესდებოდა, ამას ფაბრიციო რომანო ადასტურებს. ნეაპოლში გადაბარგების შემდეგ, ქართველმა თავისი სათამაშო ხარისხი საგრძნობლად გაზარდა, ამიტომ მისით ტოტენჰემის გარდა, არსენალიც და მანჩესტერ სიტიც დაინტერესდნენ, რომლებიც ფეხბურთელს სატრანსფერო ხასიათის მესიჯებს უგზავნიან."

სხვათაშორის, ლივერპულის ყოფილ ფეხბურთელს, დონ ჰატჩინსონს ჰკითხეს, თუ ვინ მოიგებდა ნაპოლისა და არსენალის, ამ ორი საოცარ ფორმაში მყოფი გუნდის დაპირისპირებას, რაზეც დონმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ხვიჩა კვარაცხელია საუკუნის აღმოჩენაა, რადგან ის უბრალოდ აღმაშფოთებელია, ისევე როგორც ვიქტორ ოსიმენი, ის გამანადგურებელი მანქანაა. ვფიქრობ, ამ გუნდებს შორის ბევრი გოლი გავიდოდა, გამარჯვება კი ნაპოლის დარჩებოდა, - 4:3."

მოკლედ, ინგლისის დიდი ექვსეული, ბაიერნი, მადრიდის რეალი, პრაქტიკულად აღარ დარჩა საფეხბურთო გრანდი, რომელსაც ქართველ ფეხბურთელს არ უკავშირებენ. უპირველეს ყოვლისა, ვისურვოთ, რომ კვარამ მიმდინარე სეზონი ჩემპიონობით დაასრულოს, ხოლო თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა, ამას დროთა განმავლობაში გავიგებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი