ქართული ფეხბურთის ლეგენდის დახმარებით ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ქართული ფეხბურთის ლეგენდის დახმარებით ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

ქართული ფეხბურთის ლეგენდის დახმარებით ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს
30-01-2023, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გერმანული გამოცემის BNN-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში, "კარლსრუეში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი გერმანიაში დღეს ჩავა და კლუბთან კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. როგორც იცით, ზივზივაძეს უნგრულ ფეჰერვართან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ კლუბს მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ, ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი ალექსანდრე იაშვილმა ითამაშა, რომელმაც 28 წლის ფორვარდის დამატება გუნდის მთავარი მწვრთნელს კრისტიან აიხნერს ურჩია. შეგახსენებთ, რომ იაშვილი 2007-2012 წლებში კარლსრუეში თამაშობდა.

კარლსრუეს ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან 7 წაგებული აქვს, გუნდი 18 ქულით მეორე ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა და მე-3 ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება. კარლსრუეს მომდევნო მატჩი 5 თებერვალს აქვს, ბოლოადგილოსან მაგდებურგთან აქვს და შესაძლოა, ბუდუს დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი