საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" ბოლო შეხვედრას გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. აღსანიშნავია, რომ ქართველები ჯერ მალაგაში, შემდეგ კი გიბრალტარში ჩაფრინდნენ.
საგულისხმოა, რომ ვილი სანიოლის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია, რომელთაც გიორგი ჩაკვეტაძე მაღალი ტემპერატურის გამო აკლია. დღეს, საქართველოს ნაკრები პირველ ვარჯიშს გამართავს, თუმცა იქამდე ფრანგი სპეციალისტის პრესკონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარი - საქართველო 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფლეიოფის შეხვედრას დინამო არენაზე გამართავს (მეტოქე ჯერჯერობით უცნობია).