"ყველაფერი ზუსტად ვიცი ხვიჩასა და ვიქტორის მომავალზე" | ფაბიო მანდარინი » სპორტის ხაზი

"ყველაფერი ზუსტად ვიცი ხვიჩასა და ვიქტორის მომავალზე" | ფაბიო მანდარინი

"ყველაფერი ზუსტად ვიცი ხვიჩასა და ვიქტორის მომავალზე" | ფაბიო მანდარინი
29-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების ზაფხულის თუ ზამთრის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ინტრიგა ნაპოლის შემტევებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შეეხება, რომლებიც გენიალურ სეზონს ატარებენ, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი გუნდის ყურადღების ქვეშ ექცევიან.

აი, რას წერს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაზეთის, Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი ქართველისა და ნიგერიელის სამომავლო კარიერის შესახებ:

"ხვიჩა კვარაცხელიაზე შემდეგ სიახლეს გაცნობებთ: ის ნეაპოლში 100%-ით დარჩება, რადგან კლუბი მის გაყიდვაზე მკაცრ უარზეა."

"რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მისი შემთხვევა განსხვავებულია. ნიგერიელი ფორვარდი შესანიშნავად ირჯება და ნათელია, რომ ზაფხულში მასზე ნამდვილი რბოლა გამოცხადდება. ამჟამად, საკმაოდ რთული მგონია, რომ ნაპოლიმ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეძლოს."
- ფაბიო მანდარინი.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მომდევნო შეხვედრას დღეს, ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი