22 იანვარს, მიუნხენის ბაიერნის ვინგერი, სერჟ გნაბრი პარიზში იმყოფებოდა, სადაც ის პარიზის მოდის კვირეულს დაესწრო.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ბაიერნს ორ დღეში კიოლნთან მატჩი ელოდა - საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა და სერჟ გნაბრი საჯაროდ გააკრიტიკა:
"მსგავსი საქციელი არ ჯდება მიუნხენის ბაიერნის ხასიათში. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელმა დასვენების დღეს დაისვენოს - ამაზე გნაბრის აუცილებლად დაველაპარაკები", - თქვა სალიჰამიჯიჩმა.
გნაბრის პარიზში ვიზიტზე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იულიან ნაგელსმანსაც ჰკითხეს, რაზეც რეკორდმაისტერის დამრიგებელმა განაცხადა:
"როგორც ჩვეულებრივი დამსაქმებელი, თქვენ არ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თანამშრომლებს, რომ კვირაობით 10 საათზე ეკლესიაში უნდა იარონ, ისადილონ 12 საათზე და დაიძინონ დღის 2 საათზე - თუმცა, ეს ყოველთვის მომგებიანი უნდა იყოს მისი საქმისთვის და ხელი არ შეუშალოს."