ამჯერად სანაკრებო დონეზე - გიორგი მამარდაშვილი კვირის სიმბოლურში მოხვდა » სპორტის ხაზი

ამჯერად სანაკრებო დონეზე - გიორგი მამარდაშვილი კვირის სიმბოლურში მოხვდა

ამჯერად სანაკრებო დონეზე - გიორგი მამარდაშვილი კვირის სიმბოლურში მოხვდა
25-09-2022, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ერთა ლიგის" მეხუთე ტური დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი მოგება მიიწერა და წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა.

ტურის შემდეგ, ჩვეულებისამებრ შეადგინეს სიმბოლური გუნდი. აღსანიშნავია, რომ ამ კვირის საუკეთესო მეკარედ ქართველი კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

21 წლის ფეხბურთელი ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ნაკრების მაისურით. მისი დამაჯერებელი თამაშის გამო, "ვალენიას" მეკარე საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა იმ მატჩში.

ამჯერად სანაკრებო დონეზე - გიორგი მამარდაშვილი კვირის სიმბოლურში მოხვდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.