როდრი: "ეს წარმოუდგენელია" » სპორტის ხაზი

როდრი: "ეს წარმოუდგენელია"

როდრი: "ეს წარმოუდგენელია"
15-05-2024, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის მოგების მიჯნაზე მისულმა როდრიმ ბოლო მატჩზე ისაუბრა.

"ჩემთვის წარმოუდგენელია. ასეთი ისტორიულ მიღწევამდე ერთი მატჩი გვაშორებს. რა ცოტაღა დარჩა, მარა აქამდე მოსაღწევად, თუნდაც დღეს, უდიდესი შრომა გავწიეთ.

"ვიცით, რომ საუკეთესო პერფომანსი არ იყო, მაგრამ მოსაგებად მოვედით და ეს ისაა, რასაც ვაკეთებთ.

"ჩვენს ხალხთან ერთად ვიცით, ისტორიას დავწერთ. რთული მატჩი გველოდება, ამისი გამოცდილება გვაქვს. ცოტა დარჩა, რომ ისტორია დავწეროთ", - განაცხადა როდრიმ.

ცნობისთვის, თუ "მანჩესტერ სიტიმ" მომდევნო შეხვედრა მოიგო, ის გახდება პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო. სხვათაშორის, 3-ჯერაც არავის დაუცვია ტიტული მათ გარდა, ასე რომ შანსი აქვთ, ეს რეკორდი გააუმჯობესონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი