UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს ავარიაში მოყვა.
აღნიშნული ფაქტი მედიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო. მერაბის მეგობარმა გიორგი ქინქლაძემ Instagram-ზე ფოტო განათავსა, სადაც დვალიშვილის დაზიანებული მანქანა ჩანს.
ავარიაში ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. მერაბის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და იგი თავს კარგად გრძნობს.