რამოსი შეიძლება გასულ წელს დაარსებულ კლუბში ვიხილოთ » სპორტის ხაზი

რამოსი შეიძლება გასულ წელს დაარსებულ კლუბში ვიხილოთ

რამოსი შეიძლება გასულ წელს დაარსებულ კლუბში ვიხილოთ
15-05-2024, 11:57
Aa Aa
გაზიარება:

სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონის ბოლოს "სევილიასთან" კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა იგი 2023 წელს დაარსებულ კლუბში ვიხილოთ.

"The Athletic" იუწყება, რომ "სან დიეგო", რომლის MLS-შ დებიუტიც მომავალ წელს შედგება, სერხიო რამოსის გადაბირებას ცდილობს. კლუბი MLS-ს ისტორიაში საუკეთესო ფინანსურ კონტრაქტს ამზადებს ესპანელი მცველისთვის.

თავად სერხიოსაც სურს მათ რიგებში ჩარიცხვა, თუმცა შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ფეხბურთელი თებერვალში უკვე ამერიკაში იასპარეზებს.

MLS-ს სეზონი, როგორც ყოველთვის, თებერვალში იწყება და დეკემბერში მთავრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი