ზურიკო დავითაშვილი : "ზაფხულში ლიგა1-ს კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი" » სპორტის ხაზი

ზურიკო დავითაშვილი : "ზაფხულში ლიგა1-ს კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ზურიკო დავითაშვილი : "ზაფხულში ლიგა1-ს კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"
24-01-2023, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და "ბორდოს" შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბში მის ტრანფერთან დაკავშირებით ბოლო დროს გულშემატკივრებში გაჩენილ კითხვებზე სოციალურ ქსელში სრულყოფილად ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბორდოში" გადასვლა მისთვის ყველაზე მომხიბვლელი ვარიანტი იყო.

"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის ემოციებით სავსე იყო. ძალიან ახლოს ვიყავი ლორიენში გადასვლასთან, მე და მამუკა ვესაუბრეთ გუნდის ხელმძღვანელებს, ვილი სანიოლმაც დაურეკა მათ და 20 დღე ველოდეთ პასუხს, თუმცა მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა, მამუკა ჯუღელმა დაიწყო ახალი გუნდის ძებნა და ბორდოს ვარიანტი შემომთავაზა. ბორდოს გარდა, მამუკას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით აქ, რადგან ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივისთვის, ყველაზე მომხიბვლელი ვარიანტი იყო.

რთული ზაფხული იყო ნამდვილად, რადგან ბევრი ფიქრის და საბოლოოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, რა მომენტშიც ჩემი ოჯახი, მამუკა და ახლობლები მეხმარებოდნენ. დიდი როლი ითამაშა ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი კარიერის ბევრი წარმატებული ეტაპი სწორედ მისი დამსახურებაა."


მოგახსენებთ, რომ "ბორდო" ლიგა 2-ში 33 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ფრანგულ კლუბს მესამე ადგილოსანი "მეცი" 2 ქულით ჩამორჩება (მეცში გიორგი მიქაუტაძე ირიცხება).

რაც შეეხება დავითაშვილს, 21 წლის ფეხბურთელის მონაგარი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი