ალეგრი: “ქულები მაქსიმალურად უნდა დავაგროვოთ” » სპორტის ხაზი

ალეგრი: “ქულები მაქსიმალურად უნდა დავაგროვოთ”

ალეგრი: “ქულები მაქსიმალურად უნდა დავაგროვოთ”
21-01-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ფინანსური დარღვევების გამო ტურინის “იუვენტუსს” 15 ქულა დააკლდა. ხვალ “ბიანკონერი” “ატალანტას” დაუპირისპირდება. დღეს მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა:

“რა მინდა ვუთხრა იუვენტუსის გულშემატკივრებს ამ რთულ მომენტში? ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია. ამისთვის უნდა მოვემზადოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა მოხდება მოედანზე.

შეიცვალა თუ არა სიტუაცია მას შემდეგ რაც 15 ქულა დავკარგეთ? არა, არაფერი იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, ქულები უნდა დავაგროვოთ. ხვალ რთული იქნება, რადგან ატალანტა კარგ ფორმაშია. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, რომელიც მეშვიდე ადგილზე გასვლის საშუალებას მოგვცემს.”

“იუვესა” და “ატალანტას” მატჩი ხვალ 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი