"ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდი თამაში არ გვქონია" | ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდი თამაში არ გვქონია" | ლუჩანო სპალეტი

"ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდი თამაში არ გვქონია" | ლუჩანო სპალეტი
18-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინდელ კოპა იტალიის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ლუჩანო სპალეტის ნაპოლი კრემონეზესთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება "პარტენოპეის" მთავარ მწვრთნელს სთხოვეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. მუდმივად ვცდილობთ, რომ ბურთსა და თამაშზე კონტროლი დავამყაროთ, შედეგს კი ასე მივაღწიოთ, თუმცა კრემონეზესთან ამის გაკეთება არ გამოგვივიდა. მიუხედავად ამისა, თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ჩვენ ცუდი თამაში არ გვქონია, თუმცა დაშვებულმა შეცდომებმა ნაპოლიზე გადამწყვეტად იმოქმედა." - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას სერია A-ში სალერნიტანას წინააღმდეგ 21 იანვარს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი