უელსის ყოფილი მწვრთნელი: “საქართველოსთან არასდროს უნდა წაგვეგო” » სპორტის ხაზი

უელსის ყოფილი მწვრთნელი: “საქართველოსთან არასდროს უნდა წაგვეგო”

უელსის ყოფილი მწვრთნელი: “საქართველოსთან არასდროს უნდა წაგვეგო”
18-01-2023, 16:34
Aa Aa
გაზიარება:

უელსის მორაგბეთა ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, უეინ პივაკმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. ეს სპეციალისტის პირველი კომენტარი იყო მედიასთან, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან მოხსნეს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სიმართლე გითხრათ, საქართველოსთან მატჩის შემდეგ, ვხვდებოდი, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულებული იყო. ბორჯღალოსნებთან დაპირისპირება გახლდათ მატჩი, რომელიც უელსის ნაკრებს არასდროს უნდა წაეგო. სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენ სასურველი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ.

არ მეგონა, საქართველო ასე თუ ითამაშებდა, რის გამოც, პასუხისმგებლობა მაკისრია. ბორჯღალოსნებთან არ უნდა წაგვეგო, თუმცა ახლა სხვა გზა არ გვაქვს და ამ მარცხს ისტორიიდან ვერ წავშლით. საქართველო პროგრესის გზაზეა და ეს მატჩი მათთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვიყავით” - განაცხადა ზელანდიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი