"ზურიკოს ტიპის ახალი ფეხბურთელი უნდა მოვძებნოთ" | ბორდოს მფლობელი » სპორტის ხაზი

"ზურიკოს ტიპის ახალი ფეხბურთელი უნდა მოვძებნოთ" | ბორდოს მფლობელი

"ზურიკოს ტიპის ახალი ფეხბურთელი უნდა მოვძებნოთ" | ბორდოს მფლობელი
17-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

13 იანვარს გამართულ ლიგა 2-ის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ ამიენსს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბორდომ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა. იმის გათვალისწინებით, რომ ბორდოს ხელმძღვანელობა ლიგა 1-ში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს, უკანასკნელი შედეგები ფრანგული კლუბისთვის ნამდვილად არასახარბიელო იქნება.

სწორედ ამიტომ, მედიასთან კომენტარი ბორდოს მფლობელმა, ხერარდ ლოპესმა გააკეთა, რომელმაც დასძინა, რომ კლუბმა ზურიკო დავითაშვილის ტიპის ახალი ფეხბურთელი უნდა გაიფორმოს:

"ჩვენ სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა გავრისკოთ, რადგან კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაზეა ორიენტირებული, რაც ფინანსურად კიდევ უფრო მოგვაძლიერებს. სწორედ ამიტომ, იქამდე სანამ ჩვენს კუთვნილ დონეს დავუბრუნდებით, ახალ მოთამაშეებს გავიფორმებთ, რათა შესაბამისი სხვაობით გავძლიერდეთ."

"არ მინდა გასახდელში არსებული ატმოსფერო და დინამიკა დავარღვიო, თუმცა ჩვენ მოვძებნით ფეხბურთელს, რომელიც ზურიკო დავითაშვილის მსგავსი იქნება. ამ შემთხვევაში არა სტილს, არამედ ასაკს ვგულისხმობ. ჩვენ ახალგაზრდები გვჭირდება, რომლებიც განსხვავებული ლიგიდან გადმოვლენ და როგორც შეტევის ფლანგებზე, ისე 9-იანის უკან ითამაშებენ."
- თქვა ლოპესმა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ბორდოს მფლობელის ასეთი სიტყვები? - ალბათ, მისი აღქმა ორნაირად შეგვიძლია. პირველი, ის ზურიკო დავითაშვილით კმაყოფილი არ არის და სიტუაციის გამოსასწორებლად ახალი შემტევის მოყვანას გეგმავს და მეორე, მას სურს, რომ კონკურენცია მაღალ დონეზე გაზარდოს და შეტევაში მრავალფეროვნება ჩამოაყალიბოს. ვიმედოვნოთ, რომ ლოპესს თავში მეორე აზრი უტრიალებს და მისი მიზანი მხოლოდ გუნდის სიღრმეების გაზრდაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი