მთიანი ყარაბაღი მიისაკუთრა | მხითარიანი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა! » სპორტის ხაზი

მთიანი ყარაბაღი მიისაკუთრა | მხითარიანი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა!

მთიანი ყარაბაღი მიისაკუთრა | მხითარიანი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა!
16-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის ფეხბურთელი, ჰენრიკ მხითარიანი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა.

საქმე ისაა, რომ იტალიური არხის გადაცემაში, სადაც მხითარიანიც იღებდა მონაწილეობას, ჰენრიკმა გადაწყვიტა, რომ სომხეთის რუკის შემოხაზულობა დაეხატა, სადაც მან მთიანი ყარაბაღიც ჩაატია. გეცოდინებათ, რომ ეს ტერიტორია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი პოლიტიკური დავის საგანია, მხითარიანმა კი ეს არ გაითვალისწინა და სკანდალში გაეხვა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გადაწყვიტა საჩივარი როგორც უეფას, ისე იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გააგზავნოს, თუმცა რა მოხდება შემდეგ, ეს ჯერ გაურკვეველია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი