"ბარსელონამ სწორედ ამის გამო დაგვამარცხა" | კარლო ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"ბარსელონამ სწორედ ამის გამო დაგვამარცხა" | კარლო ანჩელოტი

"ბარსელონამ სწორედ ამის გამო დაგვამარცხა" | კარლო ანჩელოტი
16-01-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, დღის მიწურულს ესპანეთის სუპერ თასის ფინალი გაიმართა, სადაც ჩავი ერნანდესის ბარსელონამ კარლო ანჩელოტის რეალი 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მადრიდელთა იტალიელმა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ახსნა, თუ რატომ დამარცხდა რეალი ფინალურ შეხვედრაში:

"ახლა ჩვენთვის რთული პერიოდი დგას, რადგან მატჩის დაწყებამდე ვიაზრებდით, რომ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ ვიყავით. ჩვენი ფორმიდან ამოვარდნის გამო, დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, რაც ბარსელონამ სათავისოდ გამოიყენა, ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ."

"ფეხბურთელები თავს ცუდად გრძნობენ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ეს მადრიდის რეალია. მთავარია, დაცვაში თამაში გამოვასწოროთ და უკეთეს შედეგებსაც მივიღებთ."
- კარლო ანჩელოტი.

ცნობისთვის, ბარსელონა ესპანეთის სუპერ თასს ისტორიაში მეთოთხმეტედ დაეუფლა, ჩავიმ კი ბარსელონაში მწვრთნელობის პერიოდში პირველი ტიტული მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი