"უეცრად ხვიჩას მამას ურეკავენ და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო", - ნიკოლოზ წულუკიძე ნეაპოლში მომხდარზე » სპორტის ხაზი

"უეცრად ხვიჩას მამას ურეკავენ და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო", - ნიკოლოზ წულუკიძე ნეაპოლში მომხდარზე

"უეცრად ხვიჩას მამას ურეკავენ და ეუბნებიან, დედაშენი გარდაიცვალაო", - ნიკოლოზ წულუკიძე ნეაპოლში მომხდარზე
16-01-2023, 16:47
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ შინ იუვენტუსს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ქართველი გახდა, რომელმაც გოლს პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ნეაპოლიტანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

იუვენტუსთან მატჩს, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძეც ესწრებოდა, რომელმაც იმედის ტელევიზიაში საუბრისას ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარა მაყურებელს:

"ურთულესი სოციალურ პრობლემების და გაჭივრების ფონზე, კვარაცხელიების ოჯახმა იმდენი მოახერხა, რომ ხვიჩა ასეთ დონეზე მოსულიყო და ასეთი ბედნიერება მოენიჭებინა მთელი ერისთვის.

ფეხბურთის გულშემატკივრობა სრულიად დავიწყებული გქვონდა, მათ შორის ჩემშიც მიძინებული იყო ეს გრძნობა, თუმცა მისი თამაშის დღეს საოცარი ემოცია მქონდა.

ამ დროს კი ვიღაც "კლავიატურის ვირთხას" უჩნდება განცდა ასეთი უმსგავსობები წეროს მის შესახებ!

ამხელა ბედნიერი დღის შემდეგ (იუვენტუსთან მატჩის შემდეგ), ოჯახმა სადილზე დაგვპატიჟა და უცბად ურეკავენ ხვიჩას მამას და ატყობინებენ, რომ დედაშენი გარდაიცვალაო. წარმოიდგინეთ რა ემოცია დაეუფლებოდა, ფაქტიურად ჩაშხამდა ყველაფერი...

დაახლოებით 20 წუთში ირკვევა, რომ ეს ტყუილი იყო და ყალბი ნიუსი გავრცელდა - მე არ მესმის რატომ უნდა მოგინდეს შენი ქვეყნის ასეთ ელჩს, რომელმაც იტალიას გააცნო საქართველო ასეთი რაღაც გაუკეთო. იმ მომენტში, ხვიჩას მშობლებს ყველაფრის ხალისი გაუქრაქთ
", - განაცხადა წულუკიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი