ადანი: “ალეგრიმ გუნდი ქართველის წინააღდმეგ სათამაშოდ არ მოამზადა” » სპორტის ხაზი

ადანი: “ალეგრიმ გუნდი ქართველის წინააღდმეგ სათამაშოდ არ მოამზადა”

ადანი: “ალეგრიმ გუნდი ქართველის წინააღდმეგ სათამაშოდ არ მოამზადა”
16-01-2023, 11:10
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა და მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის მომენტი მოიყვანა.

ადანიმ განაცხადა, რომ ალეგრის კვირის განმავლობაში გუნდი საერთოდ არ მოუმზადებია, “ნაპოლის” შემტევების წინააღმდეგ სათამაშოდ.

“იუვე” შარშანდელი სეზონის შემდეგ უნდა გაბრაზებულიყო. ფეხბურთელების დონით, რომლებიც “იუვე” ჰყავს, ისინი სერია A-ში უძლიერესები არიან, მაგრამ უშუალო კონკურენტთან მატჩში სიგნალი განსხვავებული იყო. რეალურად, ბოლო წლინახევრის განმავლობაში “იუვენტუსს” არაფერი აუშენებია. “იუვეს” თამაშის მაგალითი არის “ნაპოლის”მ ეორე გოლი, რომელიც კვარაცხელიამ გაიტანა.

ვის უნდა აეყვანა ამ მომენტში ქართველი? გასაგებია, რომ ბრემერი შეცდა, მაგრამ დანილო რას აკეთებს ამ ეპიზოდში? ნიგერიელზე უნდა გადავიდეს თუ 77-ე ნომერი უნდა აიყვანოს? მას კვარაცხელია უნდა აეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ვინ ავარჯიშა და ვინ მოამზადა გუნდი ბოლო კვირაში თავდამსხმელების მეურვეობაზე, განსაკუთრებით ქართველის წინააღმდეგ სათამაშოდ? ეს მე არ გამიკეთებია, რადგან სხვა საქმით ვარ დაკავებული“– თქვა ადანიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი