გუშინ, უნგრეთმა კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა და რედ ბულ არენაზე გერმანიის ეროვნული ნაკრები დაამარაცხა - 0:1. მატჩის ერთადერთი გოლი, პირველ ტაიმში, კერძოდ შეხვედრის მე-17 წუთზე გავიდა, გოლის ავტორი კი სტუმართა კაპიტანი, ადამ შალაი გახდა (იხილეთ ვიდეო).
დღევანდელი მდგომარეობით, ჯგუფში გველეშაპის გერმანულ-ინგლისური თავები უნგრეთს მოჭრილი აქვს, ერთადერთი ბარიერი იტალიის ნაკრებია, რომელსაც როსის გუნდი 26 სექტემბერს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს და ქულის აღების შემთხვევაშიც შეძლებს ურთულესი ჯგუფის მოგებას, შემდეგ კი ოთხთა ფინალის თამაშს.