იანი ატანასოვი საქართველოსთან მატჩის შესახებ » სპორტის ხაზი

იანი ატანასოვი საქართველოსთან მატჩის შესახებ

იანი ატანასოვი საქართველოსთან მატჩის შესახებ
21-09-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, "ერთა ლიგა" კვლავ განახლდება, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი მოკლე შუალედში ორ შეხვედრას გამართავს.

პირველი თამაში ნაკრებს 23 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ელის, რომლის დამარცხებაც ამავე ჯგუფში ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში, ანგარიშით 0-3 მოახერხა. შესაბამისად, სტუმარი გუნდი მოტივირებული ჩამოდის, რათა საქართველოსთან ჩამორჩენა აღმოფხვრას.

"იმედი გვაქვს, საქართველოში გამოვავლენთ აგრესიას და სამი ქულის მოპოვების სურვილს. ჩვენ ახალგაზრდა, წარმატებისკენ მოწადინებული ნაკრები ვართ და იმედი მაქვს, რომ ამას მოედანზე გამოვაჩენთ" - იანი ატანასოვი, ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის ყველა ბილეთი თამაშამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა, რაც გადავსებული ტრიბუნების გარანტიას გვაძლევს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი