"კვარა ძველი 10 ნომერივით თამაშობს, მე ის ძალიან მომწონს" | ჯანფრანკო ძოლა » სპორტის ხაზი

"კვარა ძველი 10 ნომერივით თამაშობს, მე ის ძალიან მომწონს" | ჯანფრანკო ძოლა

"კვარა ძველი 10 ნომერივით თამაშობს, მე ის ძალიან მომწონს" | ჯანფრანკო ძოლა
15-01-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 23:45-ზე სკუდეტოსთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირებით შედგება.

ამავე მატჩის შესახებ ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა, სადაც იტალიელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომპლიმენტები არ დაიშურა:

"დღევანდელი 10 ნომრები, ძირითადად ფლანგზე არიან გადასულები და იქედან თამაშობენ. ხვიჩა კვარაცხელიას ძველი 10 ნომრის თვისებები აქვს, ის ძალიან მომწონს. გარდა ამისა, ხვიჩა მომწონს როგორც ტაქტიკური განსწავლულობით, ისე მისი სისუფთავითა და ინტელექტით." - თქვა ძოლამ.

ცნობისთვის, ჯანფრანკო ძოლა ნაპოლიში 1989-1993 წლებში თამაშობდა, რომლის განმავლობაშიც მან 105 მატჩი გამართა და 32 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.