"ვალენსია" პენალტების სერიაში დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ მატჩში? » სპორტის ხაზი

"ვალენსია" პენალტების სერიაში დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ მატჩში?

"ვალენსია" პენალტების სერიაში დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ მატჩში?
12-01-2023, 01:58
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულა ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც მადრიდის "რეალმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში "ვალენსია" დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მიუხედავად მარცხისა "ღამურების" რიგებში გამორჩეული ფიგურა ქართველი კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც არაერთი ულამაზესი სეივი შემოგვთავაზა - გამორჩეული იყო დამატებით დროში გიორგის კარგი თამაში ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვეულებისამებრ sofascore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. აღსანიშნავია, რომ გატუზოს გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ მამარდაშვილმა მიიღო (7.7), რომელიც "რეალის" რიგებშიც საუკეთესო შედეგი იყო კარიმ ბენზემას შემდეგ.

"ვალენსია" პენალტების სერიაში დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ მატჩში?

sofascore-მა მამარდაშვილის თამაში დადებითად შეაფასა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი