ოფიციალურად | დინამო ბათუმი სერიოზული ტრანსფერით გაძლიერდა! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | დინამო ბათუმი სერიოზული ტრანსფერით გაძლიერდა!

ოფიციალურად | დინამო ბათუმი სერიოზული ტრანსფერით გაძლიერდა!
13-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში გავრცელდა არჩილ ბერიძის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ დინამო ბათუმმა ახალი ტრანსფერი განახორციელა.

როგორც ბერიძე ამოწმებს, აჭარული კლუბის ახალი შენაძენი 26 წლის ლუკა ზარანდიაა, რომელიც დინამო ბათუმმა პოლონური კორონადან წაიყვანა.

რაც შეეხება კონტრაქტს, ის ლუკა ზარანდიამ 1+1 სისტემით გააფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელი უკვე ახალ კლუბთან ერთად იმყოფება და მასთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ზარანდიას აქამდე როგორც გენკში, ისე ზულტე ვარეგემში უთამაშია. შეიძლება ითქვას, რომ ლუკა იმ კატეგორიის ფეხბურთელთა სიაშია, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლოთ, მაგრამ ტრავმებმა მათ კარიერას დაღი დაასვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.