ზურიკო დავითაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ » სპორტის ხაზი

ზურიკო დავითაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

ზურიკო დავითაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ
23-09-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ზურიკო დავითაშვილმა ნაკრებისა და კლუბის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდებს:

"ჩრდილოეთ მაკედონიასთან რთული თამაში იქნება, თუმცა განწყობა საბრძოლოა, გარემო კი იდეალური, ჩვენ მოსაგებად ვემზადებით. ჩემი აზრით, ძლიერი შემადგენლობა გვყავს და მეტოქე გუნდის დამარცხება შეგვიძლია"

"წაგებული ფინალი? - ვფიქრობ, ის თამაში უკვე დავივიწყეთ და მისთვის გარკვეული სახის რევანშიც ავიღეთ. მიმაჩნია, რომ ჯგუფის პირველ პოზიციაზე დამთავრება ბევრ რამეს დაამტკივებს".

"ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ქართული ფეხბურთის ისტორიაში შესვლაა. ვფიქრობ, ჩვენს ქვემოთაც კარგი თაობა მოდის და შეგვიძლია, რომ წარმატებას ერთად მივაღწიოთ".

"მეტოქეებიდან თურქეთს გამოვარჩევდი, თუმცა ჯერ ყველაფერმა ჩაიაროს".

"ბორდოში როცა ჩავედი, ყველა თბილად შემხვდა. ვარჯიშებზე მწვრთნელები ჩემს შესახებ დადებითად საუბრობდნენ. ერთადერთი პრობლემა ვიზის აღება იყო, რაც საბოლოოდ მოგვარდა კიდეც"

"დებიუტი? - ძალიან კარგი გამოვიდა. ზოგადად, ყველა ცდილობს პირველ შეხვედრაში საკუთარი თავის გულშემატკივრებისთვის გაცნობას, მეც სწორედ ასე მოვიქეცი, ჩემი თამაში ვითამაშე".

"რეალურად, ძალიან კარგი გუნდი ვართ და მიზანი, რა თქმა უნდა, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაა".

"ევრო U21? - რასაკვირველია, ძლიერი გუნდი გვეყოლება და შეგვეძლება ჩემპიონატის მოგება, ამით კი გულშემატკივრის გახარება".

"მამის როლი ჩემს წარმატებაში ძალიან დიდია. ყოველთვის მაძლევს რჩევებს და განვითარებაში მეხმარება".

"ჩემი აზრით, ბოლოდროინდელმა შედეგებმა განაპირობა გულშემატკივრების ტრიბუნებზე დაბრუნება, რაც ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს გასახარებლად".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი