საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი... - საქართველო რაგბში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი... - საქართველო რაგბში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი... - საქართველო რაგბში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
23-09-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის 1-10 ოქტომბრამდე, საქართველო 18 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტურნირში ტრადიციულად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ის ფლეი-ოფის სისტემით გაიმართება. შეხვედრები თბილისში „რაგბი პლატოსა“ და რუსთავში „ხარები არენაზე“ ჩატარდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ტურნირს ჩეხეთთან 1/4 - ფინალში თამაშით გახსნიან. შეხვედრა 2 ოქტომბერს, "ხარები არენაზე" 16:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს ერთმანეთს, ესპანეთი - რუმინეთი, პორტუგალია - გერმანია და ბელგია - ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან.

5 ოქტომბერს დამარცხებული გუნდები მე-5 ადგილის, ხოლო გამარჯვებულები თასის ნახევარფინალებს გამართავენ. ფინალი კი 9 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველო ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ეხლაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

ფოტო - (საქართველოს რაგბის კავშირი)

საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი... - საქართველო რაგბში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი